ნიკა გვარამია – “ყველაზე საძულველი ოჯახის წევრია და მინდა სახლიდან გავაგდო”

ნიკა გვარამია - "ყველაზე საძულველი ოჯახის წევრია და მინდა სახლიდან გავაგდო"ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“რამდენი წელია უკვე ოჯახის წევრია.

იყო დრო, სულ სიხარული მოქონდა, ჩემს მიღწევებს მაჩვენებდა, მაქებდა და მაგულიანებდა.

ბოლოს მძიმე და აუტანელი გახდა. შეცდომების და სიზარმაცის გამო მძიმედ დამცინა და დეპრესიამდე მიმიყვანა.

ახლა, როცა ყველა ხედავს, რომ ისევ მიღწევები მაქვს, ისევ შექების და წახალისების ღირსი ვარ, არის გაჯორებული და დუმს. ხმას არ იღებს. ძვრა არა აქვს.

ყველაზე საძულველი ოჯახის წევრია და მინდა სახლიდან გავაგდო.

ჩემი სასწორი.”