ნინო ჯანგირაშვილი – “სირცხვილია, რომ ივანიშვილი დაგვემართა”

ნინო ჯანგირაშვილი - "სირცხვილია, რომ ივანიშვილი დაგვემართა"ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ივანიშვილი #სირცხვილია ამიტომაც გამოვდივარ 20 სექტემბერს. #სირცხვილია რომ ივანიშვილი დაგვემართა. უნდა გამოვისყიდოთ ეს სირცხვილი. უნდა გამოვისყიდოთ ისე და იმ ფორმით, რომ არასოდეს აღარ დაგვემართოს. ძალიან კარგმა გოგომ, Mariam Geguchadze -მ გამომიწვია რომ დამეწერა რატომ გამოვდივარ #20სექტემბერს. მარიამზე მინიმუმ 25 წლით უფროსი ვარ და გამოვდივარ იმიტომ, რომ ჩემს ასაკში მარიამს ერთხელაც არ გაკრას ფიქრმა: ღირდა თუ არა ამ ქვეყანაში დარჩენა. 20 სექტემბერსაც გამოვალ, ოქტომბერშიც, აპრილშიც და აგვისტოშიც. არ დავიღლებით, თქვენ დაგღლით! თქვენივე დანაშაულის სიმძიმეც დაგღლით და ჩვენ მაინც მოვიგებთ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია!”