ნოდარ ხარშილაძე – ღარიბაშვილის დაბრუნებაც ძალიან ნეგატიურ ფონს ატარებს

ნოდარ ხარშილაძე - ღარიბაშვილის დაბრუნებაც ძალიან ნეგატიურ ფონს ატარებს„მთავრობის ახალი კონფიგურაცია ნეგატიურია როგორც შიდა ასევე გარე მომხმარებლისათვის.

გავრილოვის მერე გახარიას დანიშვნა ძალიან აშკარა გზავნილია “რასაც მინდა იმას ვაკეთებ”, ღარიბაშვილის დაბრუნებაც ძალიან ნეგატიურ ფონს ატარებს.

ჩვენ პარტნიორებს, რომლებიც ძირითადად თანამშრომლობენ ნებისმიერ მთავრობასთან, საქართველოს ხათრით, ორი მკაფიოდ ნეგატიური ფიგურა ყავდათ იდენტიფიცირებული, ორივე დაინიშნა.

გახარია აშკარა უხერხული ფიგურაა დასავლეთისთვის.

ღარიბაშვილი კიდე საერთოდ გაუგებარია თავდაცვაში რომელიც ძირითადათ აშშ-ს მთავარი ინტერესია საქართველოში და იზორია ახერხებდა ამ მიმართულებით მუშაობას.

ეს ყველაფერი გაანამტკიცებს დასავლეთის პოზიციას რომ ქართული ოცნება უნდა წავიდეს, გარანტირებულად, შეფარულად ეს გზავნილი მალე საჯაროდ გაჟღერდება.

მოკლედ ერთი წელი მაცალეთ და ყველაფერს დავალაგებ გრძელდება.

ალაგებს კაცი, სამუდამოდ დასარჩენად.“- წერს ნოდარ ხარშილაძე ფეისბუკზე.