„ობლობაში გაიზარდა 7 ტყვია ზურგში მოხვდა, ერთი ყელში და ერთი თვალში… ” – გავრილოვის ღამეს დაშავებულის ახლობელი მაია ცქიტიშვილს მიმართავს

„ობლობაში გაიზარდა 7 ტყვია ზურგში მოხვდა, ერთი ყელში და ერთი თვალში… " - გავრილოვის ღამეს დაშავებულის ახლობელი მაია ცქიტიშვილს მიმართავს20 ივნისის მოვლენებისას დაშავებული ადამიანის ახლობელი ლილე ლიპარტელიან, ინფრასტრუქტურის მინისტრობის მინისტრობის კანდიდატს მიმართავს.

“ქალბატონო მაია, 20 ივნისის ღამეს ჩემს ძალიან ახლობელს, რომელიც ობლობაში გაიზარდა და აგვისტოს ომში რუსის ტყვიას გადაურჩა, 7 ტყვია ზურგში მოხვდა, ერთი ყელში და ერთი თვალში.
მხოლოდ 11 ივლისს გაირკვა რომ ბადურა აქვს ჩამოშლილი. 17 ივლისს გაუკეთდა ოპერაცია, ექიმი საიმედოს ვერაფერს გვეუბნება .
როგორ ფიქრობთ, დედამისი რომ გაიგებს ამ ამბავს(არ იცის), თქვენსავით ღიმილით შეხვდება? ” – წერს ლილე ლიპარტელიანი.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში “ნაციონალურმა მოძრაობამ” 20 ივნისის უმძიმესი კადრები გაუშვა, მაია ცქიტიშვილი კი ვიდეოს ნახვისას იცინნოდა.

ნიუპოსტი