რეზი ტაბატაძე: „გახარია 1937 წლის მობრუნებას გვიანონსებს“

რეზი ტაბატაძე: „გახარია 1937 წლის მობრუნებას გვიანონსებს“„ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც “პოლიტიკოსებმა“ ე.წ. მმართველი გუნდიდან, საკუთარ თავს და მოსახლეობას დააჯერეს, რომ საქართველოში პოლიტიკოსობა პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების ოპონენტებზე გადამისამართებაა და მათ მთავარ იარაღად ერთმანეთის ლანძღვა და მუქარა აქციეს.

რეალობას თვალი გავუსწოროთ ქვეყანა ეკონომიკურ უფსკრულში მიექანება, ლარი ყოველდღე უფასურდება, ფასები იმატებს, ჯანდაცვა აღარ არსებობს.
და ყოფითი პრობლემების გადასაფარად მრავალფეროვან სპექტაკლებს გვიდგამენ. და ეს უკვე მერამდენე წელია ასე გრძელდება.
ხალხი მშიერია, შველას ითხოვს და მათთვის დასახმარებლად გაწვდილ ხელს დიდი ძალისხმევა და გამბედაობა სჭირდება.
გახარია ნაცებს ემუქრება და 1937 წლის მობრუნებას გვიანონსებს. ფაქტობრივად მან ეს ნაბიჯი უკვე გადადგა, როდესაც 19 უდანაშაულო ადამინი და მათთან ერთად ქოცებისთვის ერთ ერთი ყველაზე საშიში პოლიტიკოსი – ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც მოგვიწოდა გავბედოთ გამარჯვება, რათა ჩვენ და ჩვენმა შვილებმა შევძლოთ გამარჯვებულ საქართველოში ცხოვრება, ციხეში გამოკეტა“, – წერს სოციალურ ქსელში რეზი ტაბატაძე.