თაკო გაჩეჩილაძის თაიგული სოფო ნიჟარაძემ დაიჭირა

თაკო გაჩეჩილაძის თაიგული სოფო ნიჟარაძემ დაიჭირამომღერალ თაკო გაჩეჩილაძის ქორწილში პატარძლის თაიგული მისმა კოლეგამ სოფო ნიჟარაძემ დაიჭირა.
თაკო გაჩეჩილაძემ და მისმა მეუღლემ ბორისლავ მილანოვმა ჯვარი გასულ წელს დაიწერეს, თუმცა ქორწილი საქართველოში მხოლოდ ახლა გადაიხადეს.
მათი ქორწილის ყველაზე საპატიო და განსაკუთრებული სტუმარი წყვილის პატარა გოგონა გაბრიელა იყო. თაკოს და ბორისლავის ბედნიერება მათი უახლოესი ადამიანების გარემოცვაში აღინიშნა.
პატარძალმა ქორწილში მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანები დაპატიჟა. მათ შორის აღმოჩნდა სოფო ნიჟარაძე.
როდესაც პატარძალმა თაიგულის სროლა გადაწყვიტა, სოფო საერთოდ არ იდგა თაიგულის დამჭერ გოგონათა შორის, თუმცა თაიგული ოდნავ მოშორებით მდგარი მომღერლის ფეხებთან დაეცა.
ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. სოფოს გულშემატკივრები მალე გაბედნიერებას უსურვებენ.