თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე – “ვასაძის კარიკატურობა რაღაა ახლა. კაი რა მიშა!”

თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე - "ვასაძის კარიკატურობა რაღაა ახლა. კაი რა მიშა!"სააკაშვილის სიტყვებსა მასსა და ბოკერიას შორის განსხვავებაზე თამარ ჩერგოლეიშვილი ფწისბუქში ასე გამოეხმაურა”

“ვასაძის კარიკატურობა რაღაა ახლა.

კაი რა მიშა 😂

იმ ორი ჟურნალისტის საყურადღებოდ მინდა ვთქვა სააკაშვილი რომ ყავდათ ეთერში და შოკში არიან.

რა გიკვირთ? – გადალახული აქვს მაგ კაცს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან.

თავის დროზე, სუსტი რგოლები რომ არ ეპოვა ჩვენში და კედელივით დავმდგარიყავით – დაგვეჯახებოდა და მოჯდებოდა.

მისთვისაც კარგი იქნებოდა და ქვეყნისთვისაც.

მაგრამ, მაგან სუსტი რგოლები იპოვა, გაგვარღვია, პარტია დაშალა და ნარჩენს ხელყუმბარასავით იქნევს.

მის გადასარჩენადაც ჯობდა თავისი ვერ გაეტანა! მცირე, მაგრამ მაინც შანსი იყო, აქამდე არ მოსულიყო.

არადა, რა საწყენია? რამხელა მემკვიდრეობის ფიგურაა და რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.”

სააკაშვილი – “მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ბოკერია კი ქართული ტრადიციების მტერია”