თეონა დოლენჯაშვილი – “ზვიად რატიანი ჩემთვის დამთავრდა”

თეონა დოლენჯაშვილი - "ზვიად რატიანი ჩემთვის დამთავრდა"მწერალი, ჟურნალისტი და ამჟამად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის PR მენეჯერი, თეონა დოლენჯაშვილი პოეტ ზვიად რატიანის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის „თიბისი” ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მიმართავს და ურჩევს, “კაი კაცობაზე ვენებს ნუ გადაიჭრის”.

“სამარცხვინოა ეს პოსტი, სამარცხვინოა ზვიადის საქციელი. აქ არავინ ახსენებს არც მის საბალიანტობას, არც ჩვენს მრავალწლიან მეგობრობას, არც გვერდში დგომას და არც ჩვენს ბრძოლას მისთვის. აქ საუბარი ღირებულებების ღალატზეა! ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ბიძინას და გახარიას მხარეს რომ დადგები, ასავალ დასავალის ენას რომ გამოიბამ და სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყებ ადამიანის ლანძღვას, რომელთან ერთანაც გუშინ ჭიქას წევდი და სადღეგრძელოს ეუბნებოდი, რომლის გუნდშიც შენი უახლოესი მეგობრები არიან, სირცხვილია!!!

ზვიად რატიანი ჩემთვის დამთავრდა. “ნეგატივი” წარსულის ზვიადმა დაწერა. მომავლის ზვიადი თბილი ემიგრაციიდან უშვერი სიტყვებით გვლანძღავს და მტრებს უერთდება. პოეტებიც კვდებიან”, – წერს თეონა დოლენჯაშვილი ფეისბუქში.

რეზონანსი

ზვიად რატიანი მამუკა ხაზარაძეს – ”ნუ გადაიხსნი კაი კაცობაზე ვენებს, გაიყიდები ეგრევე”