“წილი ნაყარია… გახარია ივანიშვილის სისხლიანი მძევალია…. ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა ნატოსკენ ქვეყნის სვლის სახიფათო ხელშეშლაა…”

"წილი ნაყარია... გახარია ივანიშვილის სისხლიანი მძევალია.... ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა ნატოსკენ ქვეყნის სვლის სახიფათო ხელშეშლაა..."რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება:

„წილი ნაყარია…

გახარია/ღარიბაშვილის ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ტანდემი ივინაშვილის არჩევანია. ქართულ რეალობაში დასავლეთისთვის ზურგშექცევა ჩრდილოეთის იმედად ყოფნას ნიშნავს.

გახარია ივანიშვილის სისხლიანი მძევალია. ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა ნატოსკენ ქვეყნის სვლის სახიფათო ხელშეშლაა.

გახარია/ღარიბაშვილის ტანდემი შეიარაღებული სტრუქტურების ხელმძღვანელებად შიდადაპოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხესაც ზრდის.

ივანიშვილი შეგნებულად აღრმავებს საზოგადოებასთან დაპირისპირებას. მან ვერ ისწავლა ვერაფერი, გარდა მტრის ხატზე აგებული პოლიტიკისა. ისევ მიშა/ ნაციონალები იქნება მისი ერთადერთი სვლა.

ავაფეთქოთ ბიძინა მისსავე ნაღმზე.

არა ბიძინას! არა ოკუპაციას!

არა ბიძინას მეშვეობით საქართველოს ოკუპაციას!“- წერს დავით ბერძენიშვილი ფეისბუკზე.