“ბოლოს ისე მოსვრიან, როგორც თავად მოგვისროლა ის გუნდი, რომელმაც ტელევიზია გავაკეთეთ!”
”ნეტა ამ ფაქტზე ზაზა ოქუაშვილი რას ფიქრობს?
ხაზარაძე ყავდა გვარამიას სტუმრად და ოქუაშვილს მატყუარა ეძახა, ჩემ ბანკს უკანონო არაფერი გაუკეთებია და იტყუებაო. ერთი სიტყვა არ დასცდენია გვარამიას ოქუაშვილის დასაცავად, არადა აზის მის ტელევიზიას, მის ქონებას და თავის საქმეს იკეთებს. აზრადაც არ მოსვლია, ზრდილობის გამო მაინც შეპასუხებოდა. ძალიან მარტივია პასუხი – ოქუაშვილი არავის არ აინტერესებს, არავინ არაფრად აგდებს, იყენებენ მის ქონებას და ბოლოს ისე მოსვრიან, როგორც თავად მოგვისროლა ის გუნდი, რომელმაც ტელევიზია გავაკეთეთ!” – წერს ვახო ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში.

