ზაზა ბიბილაშვილი – ”შს მინისტრად სუპერკორუმპირებული მონა ბრუნდება”

ზაზა ბიბილაშვილი - ''შს მინისტრად სუპერკორუმპირებული მონა ბრუნდება''„მე მომწონს გახარიას გაპრემიერება. სრული სიცხადე შექვს სურათში: ბახტაძის პირობებში, სერიოზულად არავინ გველაპარაკებოდა, მაგრამ არსებობდა ილუზია, რომ კომიკური, მაგრამ უწყინარი – რუსეთთან „ფრთხილად მოლავირე“ – ხელისუფლება გვყავდა. გახარია-ღარიბაშვილის დანიშვნა განაცხადია, რომ: (ა) ივანიშვილს ფეხებზე ჰკიდია ხალხის აზრი (არათუ არ გადააყენა, აწინაურებს); (ბ) მთავრობას გაშიფრული რუსული კადრი გაუძღვება, ძალადობისა და გაყალბების დიდი გამოცდილებით; და (გ) შს მინისტრად სუპერკორუმპირებული მონა ბრუნდება – „ბიჭი, რომელსაც ორჯერ გამეორება არ ჭირდება“, – წერს სოციალურ ქსელში ზაზა ბიბილაშვილი, ”ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.