„ჩვენ გავაღვიძებთ დაძინებულ სამართალს, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ იქნება თავისუფალი!“

„ჩვენ  გავაღვიძებთ დაძინებულ სამართალს, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ იქნება თავისუფალი!“„კიდევ ერთი ნათელი მაგალითი 1937 წლის გახარიასეული ანონსისა.

დააკავეს ჩვენი პარტიის კიდევ ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი, ადამიანი რომელიც აქტიურად იბრძოდა ბიძინა ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ.
ბოლო პერიოდში მის ყოველდღიურ ბრძოლას პოლიტპატიმრების განთავისუფლებისათვის ვეღარ გაუძლო გახარიას გულმა და “მოუძებნა მიზეზი”.
ჩვენ აუცილებლად შევაწუხებთ და გავაღვიძებთ 10:00 საათზე დაძინებულ სამართალს იქამდე, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ იქნება თავისუფალი!“ – წერს სოციალურ ქსელში რეზო ტაბატაძე.