“მაინც უხერხული სათქმელი მგონია ფრაზები:
-ჩემი მეზობელი ღამ-ღამობით შმაქსაობს.
-ადრე შმაქსაობდა, როცა პატარა წელი მოიდგა კი შეეშვა.
-რაც მაგი ნაშმაქსავებია “კანეშნა” იცნობს მთელ ქალაქს.
-ახლა შმაქსაობაშია ფული, აბა პედაგოგი და ინჟინერი ვის რად უნდა?
და ბოლოს! ყველაზე რთული მაინც ეს ფრაზა იქნება:
-მაგათი მამები ერთად შმაქსაობდნენ.” – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას “შმაქსაობასთან” დაკავშირებით.

