გურამ ჩალაგაშვილი – ღირსებააყრილო მთავრობავ, თქვენი დაჭერა თუ არ შეიძლება, გავრილოვის პატიმრების დაჭერა რატო შეიძლება?!

გურამ ჩალაგაშვილი - ღირსებააყრილო მთავრობავ, თქვენი დაჭერა თუ არ შეიძლება, გავრილოვის პატიმრების დაჭერა რატო შეიძლება?!”ჩვენო ღირსებააყრილო და ტვინგამორეცხილო მთავრობავ! თქვენი გასქელებული ყურების გასაგონად მინდა გითხრათ, რუსი დეპუტატი ზატულინი ყარაბახში ჩავიდა თუ არა, აზერბაიჯანმა მაშინვე რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
თქვენ რა ქენით გავრილოვი რომ წამოსკუპდა, თუ წამოასკუპეთ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? არ “გახსოვთ” ალბათ. თქვენც გააგზავნეთ მალევე შეტყობინება, ოღონდ ბოდიში მოუხადეთ მის ”აღმატებულება” პუტინს გაბრაზებისთვის და იქვე დასძინეთ, რომ შეცდომა გამოასწორეთ და 20 ივნისის ღამის გამო ადამიანები გამოკეტეთ ციხეებში და ახლა ყველაფერს აკეთებთ, რომ როგორმე შეინარჩუნოთ თქვენი სისხლიანი რეჟიმი.
ორი დღეა ბედნიერი სახეებით დადიხართ. 2020 წლის არჩევნების შემდეგ 8 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოხსნა რომ გაჟღერდა, ძალიან გაიტრუნეთ, გესიამოვნათ. უკვე ამზადებთ ალბათ ტექსტებს, როგორ უნდა გაიმართლოთ თავი, რომ გინდოდათ ხმამაღლა გეყვირათ, კოშაძე, თამლიანი, მაჩალიკაშვილი, ბუდაღაშვილი, ოქრუაშვილი და სხვა ბიჭები უკანონო პატიმრები იყვნენ, მაგრამ გაშინებთ გახარია და ბიძინი. თქვენ რომ გაგიჭირდებათ კი იქნებით მერე მიმტევებლები და ალბათ ტოლერანტობაზეც წაიკითხავენ ლექციებს ვოლსკი და ჯიშკარიანი.
ახლა ის მითხარით “მშვიდობის” მტრედებო, თქვენი დაჭერა თუ არ შეიძლება, გავრილოვის პატიმრების დაჭერა რატო შეიძლება? იქნებ ჭორვილური პიარით საარჩევნოდ ინახავთ მათთვის ბოდიშის მოხდას.
ვისი ”მიტევების” იმედი გაქვთ, არ ვიცი, მაგრამ სიზმრიდან, რომ გამოხვალთ ზუსტად ვიცი, სხვა საქართველო დაგხვდებათ.
ბიძინას მოსვლით თუ რამე დემოკრატიის ჭანჭიკი იყო ამ ქვეყანაში, ყველას მოშვება დაიწყო. ერთი სტრუქტურა თქვით, რომელსაც ბიძინას მონა არ მართავს.
სანამ ბიძინას ორ-შაურიანი ტროლები შემოვარდებით, ერთს გეტყვით, მონა შეიძლება მილიარდელიც იყოს და თანაც სხვა ქვეყნის. არც გახარიაა ბედკრული საქართველოს შვილი. ახლა იმტვრიეთ თავი და თუ რამეს ვერ გაიგებთ, დიდ არქიფოს ჩაეკითხეთ და უეჭველად გიპასუხებთ. (მეტი არაა ჩემი მტერი, იმან რამე გაიგოს). – წერს სოციალურ ქსელში ”გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი.