”ორი დღე დილიდან საღამომდე ვიდექით ატოცთან მისვლამდე არსებულ პოლიციის საგუშაგოსთან, მხოლოდ იმიტომ, რომ მივსულიყავით იქ, სადაც ჩვენი მიწების ოკუპაცია მიმდინარეობდა და გაგვეპროტესტებინა ეს ყველაფერი, შეძლებისდაგვარად ხელი შეგვეშალა და ჩვენი უმაქნისი ხელისუფლება შეგვეღვიძებინა.
და რა მივიღეთ პასუხად? მხოლოდ ის, რომ თურმე შსს-ს პრესცენტრის გადასაწყვეტი ყოფილა საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლების მოცემა. ამასობაში გაივსო იქაურობა პოლიციელებით და საბოლოოდ გვითხრეს – არა!ლამის მტრები გვიწოდეს და პროვოკაციების მოწყობაში დაგვადანაშაულეს. (რუსებმა ასე განაცხადეს ყოველ შემთხვევაში).
არც პრესცენტრს ვერჩი და არც რიგით პოლიციელებს, რაც დაავალა გახარიამ, ის გაიმეორეს და გააკეთეს.
ერთი შეკითხვა გავრილოვის მასპინძელ, უმეცარ უმრავლესობის წევრებს, რა განსხვავებაა გავრილოვსა და ხომერიკს შორის? (არ იცით და ვერც ხვდებით, მაგრამ მაინც).
რატომ შეიძლება თქვენ მიერ აკრძალულ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტი ხომერიკის (მხოლოდ ქართული გვარის მატარებელი რუსი დამპყრობელის და პუტინის ტაშის დამკვრელის) შეშვება და ჩვენი არა? გააქვთ პასუხი? არ მგონია. ვერ გექნებათ.
ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის და კარგად მომისმინეთ. როგორც ამბობენ, თურმე თქვენს მამინაცვალ ვალოდიას არ მოსწონებია ერევანში ქორწილში მოძიგძიგე მდინარაძის „თბილისო“ და შემოუთვლია გახარია გენერალურ რეპეტიციაზე მოსკოვში ჩამოვიდესო, მაგის და ივანიშვილის დაისი თუ არ გაყურებინოთ ხომერიკის ცოლის ქორწილში, მე არ ვიყო ვლადიმეროვიჩიო.
ხო, ხო. სიმღერა და დოლ-გარმონი არ დაგავიწყდეთ თქვენ და მასე ტაშფანდურით რომ მიაქვთ ნელ-ნელა ჩვენი მიწები, ოქრუაშვილს დააბრალეთ მერე. ჩვეულებრივი გამყიდველები ხართ ამ ქვეყნის და იმედია მალე დადგება დრო, როცა “დაწუნებული თბილისოს” სიმღერის გამო მოგთხოვთ ხალხი პასუხს.
ჩემი სამშობლო ზუსტად ვიცი, რომ აქ არის და ერთხელ მაინც თუ გიკითხავთ რომელიმეს ივანიშვილ-გახარიასთვის – სად არის მათი?
P.S. ჯერ კითხეთ და ტროლები და ბოტები მერე მომიქსიეთ ქოცმაცუნებო.” – წერს სოციალურ ქსელში გურამ ჩალაგაშვილი.

