“სამსახურებრივ საქმესაც კეთილსინდისიერად ვაკეთებ და ხაჭაპურსაც გემრიელს ვაცხობ, მერე? როდის დამთავრდება ამ ქვეყანაში და პოლიტიკაში ეს ,,შედი ქალო კუხნაში”, თემა?! მინისტრის კრიტიკა რომ ხაჭაპურებზე გადის, აი, აქტიური ქალების მიმართ ეგ დამოკიდებულება მიჯანყებს სისხლს ამ ქვეყანაში” – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში და მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება.

