ირაკლი ოქრუაშვილი – ”ციხის საწოლში ვერ ვეტევი – ბიძინამ ის საკუთარი ზომის მიხედვით დააწესა”

ირაკლი ოქრუაშვილი - ”ციხის საწოლში ვერ ვეტევი - ბიძინამ ის საკუთარი ზომის მიხედვით დააწესა”ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

”საოცრად წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი.
ორი თვის წინ ციხის ადმინისტრაციას ვთხოვე საწოლის გადიდება ( ერთი ფიცრის დამატება უნდა მხოლოდ ) . სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია . უარი მითხრეს – ეს ზომა ციხის სტანდარტია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთო.
წინდახედულობაა, აბა რა! წინასწარ ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესო.
ხომ ხედავთ გახარიაზე სულ არ ფიქრობს ეს კაცი ☺️”