”კაცი არ იყოს გინეკალოგი, თორემა სუ გადავბუგამ საავანტყოფოსა!” – რას იხსენებს დინა მირცხულავა

”კაცი არ იყოს გინეკალოგი, თორემა სუ გადავბუგამ საავანტყოფოსა!” - რას იხსენებს დინა მირცხულავადინა მირცხულავამ ფეისბუქში დაწერა:

”იმათ ვუმალამ, ვისზეც ამბავს ვწერ და სქრინები არ ააფრიალოთ აქა…
მოკლედ, ერთი ფაფაცუა მეგობარი მყავს და გინდა თუ არა, ჩემს მშობიარობას უნა დაესწროო…
მეც მაგრად მაინტერესებდა და მაგაზე უარს როგორ ვეტყოდი….?!
ძაან თამადა ქმარი ჰყამს…
– გინა ეხლა დედა მოგიკითხოო ?! – ეგ არი მაგის მოფერება და მგონი სიყვარულიც ეგრე აუხსნა…
რაღა ბევრი გავაგრძელო და ერთხელაც მაგათთან ვარ და აი, უკვე „ტუსოვკა ნაჩინაეტსია“ ფაზაში შევდივართ და მუცელი ასტკივდა…
აბა, სასწრაფოდ მანქანა და ამბები.~
წინ ეს თამადა ზის, უკან მე და ეს გოგო… გმინავს და გმინავს ეს საწყალი.
ქმარი კიდე სუ რულზე ურტყამს თავს – კაცი არ იყოს ე მანდა გინეკალოგი, თორემა სუ გადავბუგამ საავანტყოფოსა !
ამ ქალს თავისი გასჭირვებია.
– ნეტა არა ბოდავდეო – ძლივს ამოილიღლუღა.
– აჰაა, მე ვიცი… ითხოვ რაა…სანამ შენ გამხდარხარ დედაი, დედაშენი უნა მავიკითხო მანდამაინც…
– წინ იყურე და მალე ქენი – კიდე ამოიკვნესა ამ უბედურმა.
– კაცი არ გამაგონო მეთქი, ქალოო ! – სუ გულზე ირტყამს მჯიღებს.
არად ბავშვის თავი უკვე ლამის ხელში მიჭრამს…
მივაღწიეთ , როგორც იქნა.
გინეკოლოგი კაცი იყო…
მეთქი, ვსო , დაინგრა ოჯახი.
ჰოდა, მახარობელი რომ გამოვარდა, გამოვეკიდე…
ყურს რო შეეშვა ეს ქალი და ჯიბეშიც ბელტივით 50 ლარიანი ჩაიდო, აჰა, ამან ამშობიარა მეთქი.
ამ დროს ექიმი გამოვიდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარაო და კაცურად ჩამოართვა ხელი.
და უკან, რომ არ მოგატყუოთ, სულ მცირე შვიდკაციანი ვაჟთა გუნდი გამოჰყვა, სამედიცინოს სტუდენტები…
პრაქტიკაზე იყვნენ , ვააა ….
რო დაეშვა ეს თამადა კაცი კიბეებზე, მიმართულებაც ვერ დავადგინე…. ბავშვი ჩემი გამოსაყვანი გახდა…

პ.ს. მეორე და მესამე შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა…”