მაკო გომური – ”ვიდეოში ჩანს, რომ მხვდება ტყვია”

მაკო გომური - ''ვიდეოში ჩანს, რომ მხვდება ტყვია''მაკო გომური სახელმწიფომ “გავრილოვის ღამის” დაზარალებულად ამ დრომდე არ ცნო.

“მეზიზღება ეს ვიდეო და კიდევ ის, სასწრაფოს მანქანაში რომ ვარ, მაგრამ ახლა მეორეედ ისევ ვუყურე, იქნებ მე არ ვარ თქო, მაგრამ ფაქტია მე ვარ;
ახლა ვიტყვი ერთ რამეს(ჩემი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა) ვიდეოში ჩანს რომ მხვდება ტყვია, არის კიდევ ერთი ვიდეო – სასწრაფოს მანქანამდე მიყვანის და ერთიც – უკვე სასწრაფოს მანქანაში.
სამივეში ჩანს რომ მე ვარ.მე.
არსებობს სასწრაფოს(საავადმყოფოს) დასკვნა, სადაც წერია საიდან და რა მდგომარეობაში მოვხვდი საავადმყოფოში.
არსებობს ერთიც (ნელმოქმედი) ექსპერტიზის დასკვნა,რომელმაც უნდა აღბეჭდოს ყველაფერი.
ეს ყველაფერი უნდა იყოს საკმარისი.
მაგრამ
მაგრამ
მაგრამ
ეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი, როგორც ამბობს შალვა. (რეალურად არც არაფერი უთქვამს, გარდა ორისა -“ ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს ”ან “პოლიტიკური ხაზი მიგყავთ);
ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ 7 მილიარდი სპეცრაზმელიდან ის ერთი, რომელმაც არაფრის გამო მესროლა;

ანუ ვეძებთ ნემსს თივის ზვინში (თუმცა ისეთი მონდომებით რომ იძიებდნენ ჩვენს საქმეს,როგორც დაზარალებული პოლიციელების, არც ესააა შეუძლებელი).
ან შეიძლება ნემსს ნემსის ზვინში; არ აქვს მნიშვნელობა.
მე ვიცი რა მოხდა რეალურად, ასიათასობით ადამიანმა იცის და თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით.

შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, გამოვედი მაგ ასაკიდან,იქნებ თქვენც რამენაირად მოახერხოთ“ – წერს სოციალურ ქსელში მაკო გომური.