მამუკა მდინარაძეს ნამღერი დაუწუნეს – „რათა, შვილოო, რათაა, სიმღერაა ახლა ეს“ – ვიდეო

მამუკა მდინარაძეს ნამღერი დაუწუნეს - „რათა, შვილოო, რათაა, სიმღერაა ახლა ეს“ - ვიდეოფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მიერ შესრულებული “თბილისო“ სოციალური ქსელის ჰიტად იქცა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ნამღერს, ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, ფეისბუქით ეხმაურება. “თავი ასე რატომ უნდა გაიბანძო, რომ “ქოცების“ დასაცინ კედელზე მოხვდე? ან, ამ ლაივებს რატომ აჭენებთ თვითონ რათა შვილოო რათაა, სიმღერაა ახლა ეს“, – წერს ნინო ჯღარკავა.

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ „თბილისო“ ერევანში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ენზელ მკოიანის ძმისშვილის ქორწილში შეასრულა. ქორწილში ასევე იმყოფებოდნენ, უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე და ბექა ოდიშარია.