„მესამე დღეა, სრულიად სხვა რეალობაა ატოცის ველზე.11 თვე შუბლმიშვერილები ვედექით მტერს და როდის დაუშვებდა სასხლეტს არ ვიცოდით…
დიახ, ისევ ვაგრძელებთ ჩვენს სამოქალაქო აქტივობას მაგრამ… დიახ, ამ ხელისუფლების კოლაბორაციონისტული მოქმედების გამო შეღობეს ის მონაკვეთი, არ მოგვცეს უფლება ახლოს მისვლისა, დიახ, ზუსტადაც ჩვენ გვბლოკავდა პოლიცია რომ, დისკომფორტი არ შექმნოდა ოკუპანტს.
მართალია ღარიბაშვილი, არ დაუკარგავთ ამათ ტერიტორიები, ესენი ჩუქნიან პირდაპირ მიწებს!
ხო, მართლა, მდინარაძე ოდიშარია კობახიძე პახმელია ხომ არ არიან? რა ქნა თალაკვაძემ, ხომ არ წააგო ჩოგბურთი?
რაო გახარიამ, რა ხდება ვაშლის ბაღებში, ბაღლინჯო ხომ არ შეესია? გომელაურს გადაეცით ვინმემ, 1 თვის არა, 11 თვის წინაა ატოცში ბოძები ჩარჭობილი…
პ.ს. ოხ, თქვე ქვეყნის გამყიდველო გავრილოვიჩებო!
გავრილოვიჩობიდან,ხომერიკოვიჩობამდე სულ ერთი ნაბიჯი ყოფილა.
გულწრფელი კითხვა მაქვს: არ გრცხვენიათ? – წერს სოციალურ ქსელში “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი, მიშა ბალიაშვილი.

