რომან გოცირიძე – “ოპოზიციის ფლანგზე ბრძოლის გაჩაღება ნიშნავს ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმას”

რომან გოცირიძე - "ოპოზიციის ფლანგზე ბრძოლის გაჩაღება ნიშნავს ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმას"რომან გოცირიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ჯერ დათვი არ მოუკლავთ და მის ტყავს ინაწილებენო”!

თურმე, ივანიშვილი უკვე დამარცხებულია და ისღა დაგვრჩენია, გავარკვიოთ, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვინ მინისტრი, ვინ პროკურორი, ვის შეეხება ამნისტია და ვის არ შეეხება და ა. შ.

ძალიან არასერიოზულია ყოველივე ეს.

წარმოუდგენლად დიდი შრომა და ბრძოლა დაგვჭირდება იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს იმ სასტარტო უპირატესობების პირობებში, როგორიც არის ერთი კაცის მილიარდები, ადმინისტრაციული რესურსები, მმართველ პარტიაზე მორგებული კანონმდებლობა და რუსეთის დახმარება.

გამარჯვებამდე დიდი გზაა, თუმცა ეს ძალიან რეალურია და ამაზე უნდა ვიყოთ კონცერტრირებული და არა უსაგნო კამათზე.

ოპოზიციის ფლანგზე ბრძოლის გაჩაღება ნიშნავს ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმას, ნიშნავს არა გამარჯვებისათვის ბრძოლას, არამედ დამარცხების შეგუებას და მნიშვნელოვანი წონის მქონე ოპოზიციის როლის მორგების მცდელობას.”