ზურაბ ჯაფარიძე – „ნძრევა გავაგრძელოთ, ნძრევა”

ზურაბ ჯაფარიძე - „ნძრევა გავაგრძელოთ, ნძრევა"„გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადება ეხმაურება.

საუბარია იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ეკონომიკის სამინისტრომ მივიწყებული სახელმწიფო აქტივები უნდა მოძებნოს.

„რა მოძებნა უნდა, მაგალითად: ტყეები, ქვეყნის ტერიტორიის 40%-მდე. აა, უი, ტყეების გაყიდვა აკრძალული გვაქვს.

მაშინ წიაღისეული, ტრილიონები შეიძლება ვიშოვოთ. აა, უი, წიაღისეულის გაყიდვაც აკრძალული გვაქვს.

მაშინ მიწა, მაინც არ ვამუშავებთ. აა, უი, კონსტიტუციით ავკრძალეთ უცხოელებზე გაყიდვა და ქართველს ფული არ აქვს.

მაშინ სახელმწიფო საწარომოები. მილიარდობით ზარალზე არიან მაინც. აა, უი, ეგენი ხომ სტრატეგიული საწარმოებია და არ შეიძლება გაყიდვა.

აბა, რა ვქნათ?

ნძრევა გავაგრძელოთ, ნძრევა” – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.