“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს.
მისი თქმით, ის პოლიციამ ეროვნულ ბიბლიოთეკას განარიდა.
“აგერ ტაქსით მოვდივარ უკან აქციაზე” – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, როდესაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანთან მიახლოებას ცდილობდა.