ანი სუბელიანი – ”სასწრაფოს მანქანაში ვარ, მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი”

ანი სუბელიანი - ”სასწრაფოს მანქანაში ვარ, მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი”ანა სუბელიანმა, რომელიც ცოტა ხნის წინ სასწრაფომ კინო ამირანიდან გაიყვანა, ფეისბუქში დაწერა:

”სასწრაფოს მანქანაში ვარ კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთადვე არის ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი და ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემ მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მაგ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი.”