„დაიწყო გინება – ბოკერიასი და ჯოჯოხეთის დედოფალასი“ – თამარ ჩერგოლეიშვილის შვილს შეურაცხყოფა მიაყენეს – ვიდეო

„დაიწყო გინება - ბოკერიასი და ჯოჯოხეთის დედოფალასი“ - თამარ ჩერგოლეიშვილის შვილს შეურაცხყოფა მიაყენეს - ვიდეო„ტაბულას“ დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის შვილი, კატო კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ  „ორმა ჭუჭყმა, რომლებიც მეორე მაგიდაზე ისხდნენ, საკმაოდ ხმამაღლა დაიწყო გინება – ბოკერიასი, ჯოჯოხეთის დედოფალასი (საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ დედაჩემზეა საუბარი)“.

„ამ შაბათს დილით, ვსხედვართ პოლში მე, ლევან, სალომე და მარიამი და გავდივართ თავისუფლების ინსტიტუტის პრეზენტაციას.

ორმა ჭუჭყმა, რომლებიც მეორე მაგიდაზე ისხდნენ, საკმაოდ ხმამაღლა დაიწყო გინება – ბოკერიასი, ჯოჯოხეთის დედოფალასი (საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ დედაჩემზეა საუბარი), ლევანის და ა.შ.

ლევანი as usual ტელეფონში იყო და ვერ გაიგო, მე, სალომე, მარიამი კიდევ 5 წუთი ვისმენდით.

ჰოდა, რომ მომბეზრდა და შევწუხდი, წყნარად ვუთხარი – ან გაჩუმდებით და ზრდილობიანად ისაუბრებთ ან გახვალთ-მეთქი.

ატყდა ამბავი, ისევ გააგრძელეს შეურაცხყოფის მოყენება, თან თავის მართლება რომ ქალებს არ ვერჩითო.

მეთქი მენეჯერს დაუძახეთ!
მოვიდა ოფიციანტი, იქნებ მეორე სართულზე ახვიდეთო- ანუ ჩვენ, ზრდილობიანი ხალხი, ის კი არა, დედას რომ იგინება, ჩვენ. წყანარად რომ ვისხედით, აი ის ხალხი. ამასობაში იმათთან მივიდა დაცვა. ერთერთი პირუტყვი სალომეს ეუბნებოდა შენ სად გაიზარდეო. თან დამცინავად მეუბნება – მიდი პოლიციას დაურეკეო.

ამდენ კამათში, სხვებიც შეწუხდნენ და გამოგვესარჩლენ. ამ ორმა უზრდელმა იმათ დაუძაბა.

ვიდეო გადავიღე.

რომ გავიდნენ ისინი, მოდის მენეჯერი.

იქნებ არ განათავსოთ ვიდეო, რეპუტაციულად ცუდი იქნება და ეს ხალხი ხშირად დადის ჩვენთან, ძალიან ზრდილობიანები არიან და შემდეგში ისე ვიზამთ რომ იზოლირებულები იყოთო. ვუყურებთ ოთხივე. ქალს შეუძლია როგორც დამშვიდება კაცების, ისე გამძაფრებაო.“

ჰოთნიუსი

https://www.facebook.com/kato.kopaleishvili/videos/10215052499175202/