ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც “საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის” ინფორმაციით, დიმიტრი ცინცაძეს ფილმისთვის – “შინდისი” საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს.
კინოფესტივალზე ძირითადად ის ფილმებია წარმოდგენილი, რომლებიც ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებისთვის იბრძვიან.
“შინდისი” გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. ეს არის რეალურად მომხდარი ამბავი ჩვენი დროის კავკასიური ომიდან. ადგილობრივი გლეხების თავდადება და ჩასაფრებაში მომწყვდეული ჯარისკაცების ბრძოლა სიცოცხლისთვის.
ფილმის მსოფლიო პრემიერა რამდნიმე კვირის წინ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც “შინდისს” ფესტივალის გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა.
ამჟამად “შინდისი”, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი, ლოს ანჯელესში, ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაშია ჩართული.
რუსთავი 2