ელისო კილაძე – “ბ-ნო ბიძინა, არ მიწეროთ წერილი ამერიკის პრეზიდენტს!”

ელისო კილაძე - "ბ-ნო ბიძინა, არ მიწეროთ წერილი ამერიკის პრეზიდენტს!"ელისო კილაძემ ფეისბუქში დაწერა:

“მოდით, დავიწყებ ბოლოდან-არ მიწეროთ წერილი ბ-ნო ბიძინა აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ,კონგრესს და სენატს.
საელჩო გვყავს აშშ-ში და იმათი მეშვეობით ხდება ინფორმაციის მიწოდება(გასაგებია,რომ გუნდში ამბის მიმტანი აღარ დაგრჩათ არავინ),
ჰო,თან სპეცსამსახური ყავს აშშ-ს ძლიერი(ანტრიკოტას კი არ გვანან), და ზეპირად იციან,ვინ რას (ვ)აშავებთ ამ ქვეყანაში !”

თავის ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ასეთი რამ თქვა:

“კიდევ გვაქვს პატარა გეგმები, რომ დავარწმუნოთ და ვაჩვენოთ ვაშინგტონს, რა ხდება აქ და თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, თუ გნებავთ სენატს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა, როგორ ხდება, რომ ამერიკის ინტერესებს ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ. რა თქმა უნდა, ნურავის ექნება ეიფორია და მეც არ დავიბრალებ, რომ ამერიკაზე ზრუნვით მისკდება თავი მაინცდამაინც. ამერიკა ზესახელმწიფოა და უჩემოდაც კარგად ართმევს თავს განვითარებას. “