”გამიშვი თბილისში 20 ლარს მაძლევენ – რუსთაველზე იდექი და იყვირეო!” – რობერტ სტურუა აქციის მონაწილეებზე

''გამიშვი თბილისში 20 ლარს მაძლევენ - რუსთაველზე იდექი და იყვირეო!" - რობერტ სტურუა აქციის მონაწილეებზერეჟისორი რობერტ სტურუა, რომელიც “ქართული ოცნებას” ყოველთვის ღიად უჭერს მხარს, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ აქციის მონაწილეები ქუჩაში იმიტომ დგანან, რომ 20 ლარს აძლევენ.

პოსტის ქვემოთ, კომენტარებში მოქალაქეები სტურუას სიცრუეში ადანაშაულებენ და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ.

„-დედი. გამიშვი თბილისში 20 ლარს მაძლევენ – რუსთაველზე იდექი და იყვირეო!
-ღამე?
-კარავშიო! თენგოც მოდის!!
– წადი, შვილო, ბარემ ქალაქსაც ნახავ!“ – წერს რობერტ სტურუა.

შეგახსენებთ, თბილისში გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით თავისი დაპირება არ შეასრულა და პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო. გუშინ კი, ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით აქცია დაარბია, მიზეზად კი პარლამენტის პიკეტირება დაასახელა.

ფორტუნა