გია ხუხაშვილი – პრობლემებია საპატრიარქოში? გადაფარე ფილმით

გია ხუხაშვილი - პრობლემებია საპატრიარქოში? გადაფარე ფილმითექსპერტი გია ხუხაშვილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალური ქსელით ეხმაურება.

ხუხაშვილის თქმით, ამ ამბით საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები გადაფარეს.

“ქვეყანაში აგრესიული კონფორმიზმი ზეიმობს. პრობლემებია ხელისუფლებაში? საკუთარი უმოქმედობა გადაფარე სისხლიანი 9 წლით. პრობლემებია საპატრიარქოში? გადაფარე ფილმით. გადაფარე, სინდისი მიაძინე და შენც ტკბილად დაგეძინება“,- წერს ხუხაშვილი.