”რობაქიძის საქმეზე, პროკურატურის მიერ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ბრალის წაყენებას მინდა გამოვეხმაურო ორიოდე სიტყვით, რაც ბუნებრივია გახლავთ აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და დაკავშირებული იყო მის შემდგომ პოლიტიკურ აქტივობასთან დღევანდელ ”ოცნებისთვის” პოლიტიკურად სავალალო მდგომარეობის დროს.
რატომღაც ეს თემა ნაკლებად აქტუალური გახლავთ დღეს, თუმცა მასში უამრავი კითხვის ნიშანია, რაც დაკავშირებულია ევროპულ საქართველოს და ოცნების ფრთას ამოფარებული მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი ქმედების და მათი უდიდესი წილი ბრალეულობის დაფარვასთან.
ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი შსს სამინისტროში იყო ყველაზე მცირე პერიოდი, ისიც პოლიტიკურ იერარქიულ საფეხურზე, რაც ნაკლებად იყო დაკავშირებული ოპერატიულ, საპატრულო და საგამოძიებო საქმიანობასთან. ლოგიკური შეკითხვა მაქვს საჯაროდ: ყოფილი პოლიციის მაღალჩინოსანი ლევან გვაზავა იმ დროს თბილისის პოლიციის კრიმპოლის უფროსი იყო, ამავე დროს აქტიურად იყო ჩართული მოცემულ საქმეში თუ გავითვალისწინებთ მის შემთხვევის ადგილას ყოფნას.
ეს ადამიანი, რომელიც ტიპიური მკვლელია საკუთარი დეიდაშვილის და კიდე უამრავი ადამიანის, არამცთუ დააკავეს მოცემულ (რობაქიძის საქმეზე იარაღების ჩადებაში მონაწილეობის გამო), არამედ საგამოძიებო ორგანომ მისი დაკითხვაც კი არ იკადრა. ე.წ კორტების ოპერაციის საქმე გასაგებია რომ საკუთარი დეიდაშვილის მკვლელობაში გაცვალა, მაგრამ რობაქიძის საქმეზე ბრალი რის საფუძველზე გამოისყიდა ძალიან მაინტერესებს.
იმაკაძე და ალეკო ტაბატაძე ვიცი რომ მფარველობს უშიშროებიდან და საინტერესოა წმინდანად ხომ არ აკურთხა საპატრიარქომ და ხელშეუხებლობა ხომ არ გამოსცა მასზე სამართალდამცავთა დაცვის ლიგა სდლ ამ ბინძური წარსულის მქონე მაღალჩინოსნების ორგანიზაციას დავთაგავ მაინც. – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცააძე.

