გურამ ჩალაგაშვილი – „დავასრულოთ ეკლესიაზე საუბარი… ქვეყნის მთავარი პრობლემა სოლოლაკშია“

გურამ ჩალაგაშვილი - „დავასრულოთ ეკლესიაზე საუბარი... ქვეყნის მთავარი პრობლემა სოლოლაკშია“„არა არს კაცი, რომელმაც სცოდოს და არა სცხონდეს“, – ასე წერია ფსალმუნში.
ალბათ ყველასთვის უკეთესი იქნება დავასრულოთ ეკლესიაზე საუბარი. თუ არ დავემორჩილებით სატანა ივანიშვილის სურვილს და არ გადავერთვებით ეკლესიის საქმეების „დალაგებისკენ“ (რაც მართლა არაა ჩვენი საქმე), ვფიქრობ უკეთესი იქნება.
ფაქტი ერთია, ქვეყანას პატრონი აღარ ჰყავს. ივანიშვილმა გახრწნა და 7 წლის თავზე, ეკლესიის დაშლის სურვილით, დააპირა მისი დასრულება. ვიდგეთ ახლა და ვლანძღოთ ზოგმა მეუფეენი და ზოგმაც პატრიარქი.
ნახევარი საქართველო უკვე შემოღობეს რუსებმა, ამის რეალურად გამპროტესტებელი კაცი კი არ გამოჩნდა (იმ მაგარ ბიჭებს არ ეხება, რა თქმა უნდა), და ახლა გავხდით რუის-ურბნისის კრების სასწრაფოდ მოწვევის მსურველნი? (რა დაგიმალოთ და მეც ვემხრობი მაგ კრების მოწვევას).
უმჯობესია, ერმა და ბერმა ერთ საკითხზე მაინც მოვახერხოთ შეთანხმება, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა სოლოლაკშია.
პ.ს. ტროლებო, თქვენთვისაც ვიშოვნი 400 ლარს, ისე როგორც თქვენი მარჩენალის გინებისთვის უნდა ვიშოვო. არ შეწუხდეთ please. განა რამდენი უნდა გადაგიხადონ, რომ ჯერ ტროლი იყო და მერე ქვეყნის ღალატს აწერდე ხელს. – წერს სოციალურ ქსელში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი.