ირაკლი ოქრუაშვილი – „რა არის, ციხის მაღაზიაში 1 კგ მოხარშული ხორცი 59 ლარი რომ ღირს, ბიძინას ააჭერით ბარკალი“

ირაკლი ოქრუაშვილი - „რა არის, ციხის მაღაზიაში 1 კგ მოხარშული ხორცი 59 ლარი რომ ღირს, ბიძინას ააჭერით ბარკალი“ირაკლი ოქრუაშვილი მატროსოვის ციხიდან სოციალურ ქსელსი პოსტს აქვეყნებს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს.

„რა არის ციხის მაღაზიაში 1 კგ.მოხარშული ხორცი 59 ლარი რომ ღირს, ბიძინას ააჭერით ბარკალი თუ მისი ეკა ხარშავს თავისი ხელით და მაგიტომაა ასე ძვირი?
კობეს, ვაგუს და შაროლეს ხორცი არ ღირს პარიზის რესტორნებში მაგდენი.

P.S. პოსტის დაწერიდან მეორე დღეს საწოლი შემიცვალეს. ბარემ ერთი კარგი საქმეც გააკეთეთ☝? ამ ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების НТВ, ОРТ და РЕН-TV -ის მაგივრად ქართული არხები ჩაგვირთეთ -TV პალიტრა და მთავარი არხი.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.