საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ ირაკლი ლექვინაძე დაინიშნა.
შესაბამის ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.
პროფესიით ეკონომისტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, ირაკლი ლექვინაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
წლების განმავლობაში, იგი იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, დედაქალაქის მერის მოადგილე, არაერთი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
იპნ