მალხაზ მაჩალიკაშვილი – “როგორც ბუტა მოკლეს უმოწყალოდ, ასე უმოწყალოდ მოკლეს თემირლანიც, რატომ არ იღებთ ხმას? ის ახალგაზრდა არ იყო?”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "როგორც ბუტა მოკლეს უმოწყალოდ, ასე უმოწყალოდ მოკლეს თემირლანიც, რატომ არ იღებთ ხმას? ის ახალგაზრდა არ იყო?"“დღეს ბუტა რობაქიძის ფოტოებია გამოფენილი, ყველგან ბევრ პროფილზე შემხვდა და ერთგან ეს კომენტარი დაიწერე და ვინც მე გამამტყუნებს ამის გამო ღმერთმა მიხედოს. ახლა ერთ რაღაცას დავწერ და ნუ დამეტაკებით ტროლები და ბიძინას ტაშის დამკვრელები.

მოკლედ, ჯერ ბუტა რობაქიძეზე დავწერ. ძალიან ცოდვაა სასიკვდილოდ გაიმეტო ასეთი ახალგაზრდა ბიჭი და ამ ბიჭის სიკვდილი დანაშაულია, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ახალგაზრდა გაუხარელი სული. მაგრამ მისი მშობლები მკვდარი შვილით დღემდე, რომ ფულებს იჯიბავენ და ვაჭრობენ ამას მე არ ვიგონებ ეგ ბევრისგან ნათქვამია და დამტკიცებული. ბიძინას ფულებს მიყიდა შვილი.

ახლა მეორე როგორც ბუტა მოკლეს უმოწყალოდ, ასევე უმოწყალოდ მოკლეს თემირლანი საკუთარ საწოლში ჩაცხრილეს, რატომ ამ საკითხზე არ იღებთ ხმას თუ ის ახალგაზრდა არ იყო და მისი მშობლები არ გამწარდნენ? მაგრამ ერთის დანაშაულს რომ ხედავთ და კვეხულობთ ილაპარაკეთ მეორეს დანაშაულზეც. მაგრამ პირდაპირ ვიტყვი მაჩალიკაშვილებს მკვდარი შვილი ფულზე არ გაუყიდია, იბრძვის ბოლომდე თავისი სიმართლისთვის”, –  ასე ეხმაურება პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს სოციალურ ქსელში.