მამა ნექტარიოს მჭედლიძე – ”როცა პრობლემა გაქვთ, ღმერთი გეუბნებათ: „არ დანებდე! გაიზარდე!“

მამა ნექტარიოს მჭედლიძე - ”როცა პრობლემა გაქვთ, ღმერთი გეუბნებათ: „არ დანებდე! გაიზარდე!“მამა ნექტარიოს მჭედლიძემ ფეისბუქში დაწერა:

”შესაძლოა, ახლა სერიოზული პრობლემის წინაშე დგახართ; ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობა, დანაშაული, ფინანსური სირთულენი, განხეთქილება ურთიერთობებში. აქვს კი ღმერთს თქვენთვის სათქმელი, როცა ამ განსაცდელთა შორის ხართ? ღმერთი გეუბნებათ ახლა: „არ დანებდე! გაიზარდე!“