მამა თეოდორე გიგნაძე ერთ საოცარ ისტორიას იხსენებს, რომელიც ერთმა სასულიერო პირმა მოუყვა.
“ამ ისტორიას მიყვება ერთ-ერთი მღვდელი, რომელიც იყო ცეცხლის გადმოსვლის პერიოდში იყო იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში. ხალხი იკრიბებოდა, მსახურების დაწყებას ელოდებოდა.
სადაც მაცხოვრის საფლავია, ყველაზე წმინდა ადგილი, ვხედავ, რომ ახალგაზრდა ბიჭი და გოგო არიანო, ხალვათად ჩაცმულები, ეს სიახლოვე ისეთი იყო ტაძარში არასასიამოვნო საყურებელიო, ეს მღვდელი დისციპლინის მოყვარულია და თქვა, რომ ბრძოლები დამეწყოო, მინდოდა, მივსულიყავი და მეთქვა, სად ხართ იცით, აზრზე ხართ სად მოხვდითო.
უცებ ვიღაცამ შემოაგდო “დიმაუშკას” რომ ეძახიან, იქ ხომ სულ ესეთი რაღაცეები ხდება, ხალხი დაფრთხა, ტერორისტული აქტი არ იყოსო, ერთმანეთს ასწრებდნენ, გარბოდნენ გარეთ თავსაფრიანი მორწმუნეები, მღვდლები მონაზვნებიო, გავიხედე და რას ვხედავო, ეს ახალგაზრდა გოგო და ბიჭი არსად გარბოდნენ, ცდილობდნენ ადამიანების გარეთ გაყვანას, დამშვიდებას დახმარება.
ამ ახალგაზრდებმა გამოავლინეს სხვების დახმარების ისეთი ინსტინქტი, რომელიც ბევრ მღვდელს და მონაზონს არ გამოუვლენიათო და მაშინ მივხვდი, რომ არავინ არასდროს განიკითხოო და არ იცი, ვინ რას მოიმოქმედებ. ქრისტეს მსგავსად მხოლოდ ეს ბიჭი და გოგო მოიქცნენ,”- ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე.
ნიუპოსტი
https://www.facebook.com/Cocaholiic/videos/2550668918387532/