ნინო წილოსანი დედაქალაქის მერის მხრდან მასზე განხორციელებულ მუქარას უარყოფს და სოციალურ ქსელში, სკანდალური განცხადების ავტორს, გიგი უგულავას მიმართავს:
“ყოფილი მერის Gigi Ugulava-ს ფიქრები როგორ “დააკაჩავებდა” წილოსანს.
გიგი , ძვირფასო, აღარ არის ეს დრო. დასრულდა თქვენთან ერთად და არც არასდროს დაბრუნდება.
P.S ისე , ფანტაზიაც როგორი მწირი გქონია”- წერს წილოსანი.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი თბილისის მერმა კახა კალაძემ “აკაჩავა” და მეუღლისა და მამის დაჭერით დაემუქრა.

