შოთა დიღმელაშვილი – ”ფუფლო კობახიძეს 3 რაუნდს ვთავაზობ ნებისმიერ რინგზე”

შოთა დიღმელაშვილი - ''ფუფლო კობახიძეს 3 რაუნდს ვთავაზობ ნებისმიერ რინგზე''შოთა დიღმელაშვილი ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს აქციის მონაწილეების სიმცირეზე გაკეთებულ რეპლიკაზე:

“დღეს ძველბიჭობა დაუწყია კობახიძეს, მუშტებზე იყურებოდა და მაგ “ფუფლოს” მინდა, შევთავაზო, რომ ისე გავარკვიოთ ეს საკითხი, დეპუტატის შეურაცხყოფისთვის არავინ ციხეში არ მოხვდეს. ვთავაზობ 3 რაუნდს ნებისმიერ რინგზე, თვითონ თუ უნდა, ჩაფხუტი დაიხუროს”.

მისი თქმით, ეს პროცესები დამღლელია არა საზოგადოებისთვის, არამედ ხელისუფლებისთვის.

“პოლიცია მობილიზებულია, პოლიციური რესურსიც აღარ ჰყოფნით, აგრეთვე გუშინ გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი და სკუთარ თავს მისცა ბოლო ვადა რომ 3-4 თვე შეგვიძლია ამის უზრუნველყოფაო, ამ ქოსატყუილებისგან 3-4 თვე ალბათ ნიშნავს 3-4 კვირას. ჩვენ გავაგრძელებთ იგვეს…”, – თქვა შოთა დიღმელაშვილმა ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში.