თინიკო ტურძილაძე – ”ცენტრალური აფთიაქის გამგე დღეს ნაგვის ბუნკერში საჭმელს ეძებდა!”

თინიკო ტურძილაძე - ”ცენტრალური აფთიაქის გამგე დღეს ნაგვის ბუნკერში საჭმელს ეძებდა!”თინიკო ტურძილაძემ ფეისბუქში დაწერა:

”ორი დღე გავიდა, ახლაც კი მიჭირს დაჯერება… სალონში ვიყავი, ფანჯარასთან ვიდექი, ვხედავ ნაგვის ბუნკერთან სუფთად ჩაცმული მოხუცი მოდის, ცარიელი პარკი ჩააგდო ბუნკერში, მიიხედ-მოიხედა, რომ დარწმუნდა არავინ უყურებდა დაიწყო ბუნკერში ქექვა ((( სახეზე შევხედე, თვალებს არ ვუჯერებდი… ერთ დროს ძალიან დაფასებული, ერთ-ერთი დიდი რეგიონის ცენტრალური აფთიაქის გამგე!!! ძალიან შევწუხდი, გოგოებმა მითხრეს, ხშირად მოდის და ნაგავში საკვებს ეძებსო, ამასწინებზე მანქანამ გაუჩერა, მძღოლი ფულს აძლევდა,მოხუცი უძალიანდებოდა არ ართმევდა და ბოლოს ძალით ჩაუდო ჯიბეშიო((( . სამარცხვინო ქვეყანა ვართ, ბავშვებს და მოხუცებს შიათ და ამას ვუთმენთ ხელისუფლებას!”