ცოტნე გამსახურდია – ”ის არ არის შეურაცხყოფა, წმინდა სინოდის სხდომა რომ მაფიოზურ “რაზბორკებსა” ჰგავს?!”

ცოტნე გამსახურდია - ''ის არ არის შეურაცხყოფა, წმინდა სინოდის სხდომა რომ მაფიოზურ "რაზბორკებსა" ჰგავს?!''”გეყოფათ ეს ფარისევლობა, რა!

ახალგაზრდებმა იუმორისტულად ბიძინეს ხატები როგორ დაწერესო! რელიგიური გრძნობების “შეურაწყოფააო”!

ის არ არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, თქვე ძალიან ყურადღებიანებო, ქურდ-ბაცაცებით და ყაჩაღებით რომ სავსეა ეკლესია?!

ის არ არის შეურაცხყოფა, წმინდა სინოდის სხდომა რომ მაფიოზურ “რაზბორკებსა” ჰგავს?!

არც ის შეურაცხგყოფთ, 46 სინოდის წევრი ეპისკოპოსიდან ერთს რომ აქვს სასულიერო განათლება მხოლოდ?!

იმაზე რას იტყვით, სამების ტაძარში მომხდარი ხანძრის დროს სამი მილიონი ლარის ძვირფასეულობა რომ მოიპარეს ღვდლებმა და ზარალი ისევ ჩვენი ჯიბიდან აუნაზღაურეს?! ქვეყანაში, სადაც 70 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს…

საბანმოხურულ, ნახევრადმძინარე ადამიანებს რომ დილის ხუთ საათზე ცივი წყლით არბევენ იმიტომ, რომ ვიღაც უმაქნისი, გადამგდები ფულის ტომრები კომფორტულად შებრძანდნენ პარლამენტში, ეს არ არის ქვეყნის, ხალხის შეურაცხყოფა, თქვე ძალიან ქრისტიანებო, თქვენა?! – წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.