ემილ ჟღენტი – „თქვენი შვილები ვნახე ისე დამშეული, რასაც მე დღეს სასტუმრო “რუმის” ბუნკერთან ვუყურე“

ემილ ჟღენტი - „თქვენი შვილები ვნახე ისე დამშეული, რასაც მე დღეს სასტუმრო "რუმის" ბუნკერთან ვუყურე“„ნ.ბახტაძე-კალაძევ, ახლანდელო და ყოფილო ჯანდაცვის მინისტრებო: თქვენი შვილები ვნახე ისე დამშეული, რასაც მე დღეს სასტუმრო “რუმის” ბუნკერთან ვუყურე.

2 მცირეწლოვანი ბავშვი ერთმანეთზე შემდგარი (ნაგვის ბუნკერს ბოლომდე ვერ წვდებოდნენ) საჭმლის ნარჩენებიან პარკებს ყრიდნენ და შემდეგ ირჩევდნენ, რისი შეჭმა შეიძლებოდა. რა გენაძვისხეებად, რატომ შეუწყდა ამდენ ოჯახს სოციალური დახმარება, რატომ გამოაყრევინეთ უცხოეთში წასული ამდენი ოჯახი უკან.

სად გაიზარდეთ და რა დედებმა გაგზარდათ ასეთი უგულო და უგვანო თქვე ჯიშ აფეთქებულებო. სახლში 200 წნევით მოვედი და ეს სურათი თვალებიდან ვერ მოვიშორე. როგორ გძინავთ და საერთოდ თუ გაქვთ საქართველოში ცხოვრების უფლება“. – წერს სოციალურ ქსელში ემილ ჟღენტი.