”ვიღაცას ბერა ჰყავს, ვიღაცას ერეკლე, ვიღაცას კონსტანტინე და დავითი. მე გიორგი, ანასტასია და თეკლა მყავს.
ასე აპირებთ ჩამოგვიაროთ ყველას, მამები დაგვიჭიროთ, შვილები დაგვიბულინგოთ და თქვენ გააგრძელოთ ცხოვრება თქვენს ჭკუაზე?
არა, ეს ვერ და არ მოხდება.
თქვენ იმაზე მეტი დააშავეთ, ვიდრე თვით შევარდნაძის კომუნისტურმა რეჟიმმა დააშავა ივერიელებთან და სხვებთან.
აქამდე შეგეძლოთ ჩუმად გაგეგრძელებინათ ცხოვრება ამ ქვეყანაში, ახლა უკვე გვიანია.
არც უნდა მიკვირდეს პირადად მე თქვენგან არაფერი, მაგრამ ეს, ეს? მხოლოდ განარიდეთ ბავშვის მკვლელები და გგონიათ შეგრჩებათ?
P.S. მეტს არ გეტყვით არაფერს. ისედაც იცით ვინ ხართ და რისი ღირსები”. – წერს სოციალურ ქსელში გურამ ჩალაგაშვილი.

