გურამ ჩალაგაშვილი – „დიტო სამხარაძეს გადაეცით, ვისაც ქუთაისელი ჰქვია, მსგავს ქცევას არასოდეს იკადრებს“

გურამ ჩალაგაშვილი - „დიტო სამხარაძეს გადაეცით,  ვისაც ქუთაისელი ჰქვია, მსგავს ქცევას არასოდეს იკადრებს“„ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს – „ქუთაისი. მოსახლეობა ნაცებს დაუპირისპირდა! შანსი დორბლიანო 0%“. დეპუტატის სტატუსს უამრავი გაღიზიანებული გამოხმაურება მოჰყვა. დიტო სამხარაძეს სოციალურ ქსელში გურამ ჩალაგაშვილიც ეხმაურება.

„მე არ მყავს მეგობრებში და ვისაც შეგიძლიათ, იქნე მოთაგოთ ზონდერთა ხელძღვანელი, დიტო სამხარაძე და გადასცეთ, რომ ის ადამიანები, ვისაც ქუთაისელი ჰქვია, მსგავს ქცევას არასოდეს იკადრებს.
ქუთაისი სულ სხვა სიკეთე, მოფერება, კაცობა და სიყვარულია. გაგიგია მაინც ვინ იყო ილო ფოტოგრაფი და რატომ დაუდგა მას ქუთაისმა ძეგლი? ოთარ მამფორია, იპოლიტე ხვიჩია და ასე შემდეგ? არა არ გაგიგია და რომც გაიგო, ქოცი ვერასოდეს შეიგრძნებს ამ კაცობას და სიყვარულს.
ძალიან შორს ხართ ამქვეყნიური რელობიდან.
გუშინ ვინც დაგეშეთ და 500-500 ლარიანი პრემიები დაჰპირდით, დავიჯერო ხვალაც გემახსოვრებათ ეგ ხალხი და რომ გაუჭირდებათ, გვერდით დაუდგებით? არა, მაგდენი არ იცით თქვენ.

იცი, დიტო, რა მითხრეს 2008-ში, ქუთაისში რომ გადმოვედი სამუშაოდ? არ იცი და ვერც მიხვდები.
ქუთაისი სხვა ფენომენიაო, მითხრა ერთმა ძალიან მაგარმა ქუთაისელმა. ან მიგიღებს, არ არაო. შუალედური აქ არ არსებობსო. ახლა ამ პოსტსაც ქუთაისიდან, კურსებიდან ვწერ და ვამაყობ, რომ ქუთაისმა მე მიმიღო. ისე ერთს შემოგთავაზებ, მოდი მე და შენ ერთი ერთზე დავდგეთ ქუთაისში მაჟორიტარებად და ვნახოთ ვინ ვინ არის. შენ ბიძინას ფულებით და მე ჩემი სახელით. არ გაწყობს ხო? იფიქრე, ჯერ კიდევ გაქვს დრო.
შენი “ლიდერების” დღევანდელ გამოხტომებზე ამჯერად ხმას არ ამოვიღებ. სხვებმაც საკმაოდ დაგასხეს მთელ ოცნებას. მე ხვალ შეგახსენებთ თქვენს “კაცობას”.
P.S. ისე ახალგაზრდები ხართ ჯერ კიდევ და სწორად თუ მოინდომებთ ცხოვრებას, არ იქნება ურიგო“, – წერს სოციალურ ქსელში გურამ ჩალაგაშვილი.