გურამ ჩალაგაშვილი – სალომე ზურაბიშვილი ბაღჩა-ბოსტნის მინისტრად უნდა დაგენიშნათ

გურამ ჩალაგაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ბაღჩა-ბოსტნის მინისტრად უნდა დაგენიშნათ”ჯარი თუ არ გყავს და იარაღი თუ არ გაქვს, რისი მთავარსარდალი ხარ იქნებ აგვიხსნათ, ქალბატონო პრეზიდენტო!
ამ ქალის გამო დახარჯა ბატონ ბიძინიმ ამდენი მილიონები?
ისე დაგერიგებინათ ხახვი და კარტოფილი და ზურაბიშვილი ჯარის კი არა, სადაც ძალიან მაგარი ადამიანები მსახურობენ, ბოსტნეულის ბაღჩა-ბოსტნის მინისტრად დაგენიშნათ და თქვენც აგცდებოდათ სრულიად ერის გინება და ჩვენც არ შევრცხვებოდით მსოფლიო მასშტაბით.
ქართული კარგად არ იცისო, რომ ბოდიშობთ მთელი ქოცხროვა, რა იცის კარგად აქვე გვითხარით, რომ წინასწარ მოვემზადოთ მისი შემდეგი “წარმატებისთვის”.
ფრანგი პენსიონერის განცხადებებს ერთი სახელი აქვს, უცხო ქვეყნის დავალების შესრულება და საქართველოს ღალატი.
სირცხვილია ქვეყნის პრემიერი პრეზიდენტის განცხადების გამო უკვე ორმოცდამეერთედ რომ იხდის ბოდიშს, ეს მისი მთავრობის დღეების კი არა და საათების დათვლას ნიშნავს.
ბატონო პრემიერო და ქალბატონო პრეზიდენტო, ერთი რამ მინდა შეგახსენოთ და იქნებ დაიმახსოვროთ, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო თავდაცვის მინისტრი, დღეს თქვენი და თქვენი მამა-მარჩენალის პირადი პოლიტპატიმარია. ჩემი თუ არ გჯერათ, ჯარს ჰკითხეთ და მიიღებთ საკადრის პასუხსაც.
ისე, ძალიან მაგრად შეგისრულათ მთელ მთავრობას და განსაკუთრებით თქვენს უმეცარ, ვითომ თავდაცვის მინისტრს თქვენმა სალომემ. მგონი პირდაპირ გითხრათ მოსახსნელია და არდასანიშნი იყო ღარიბაშვილი მაგ პოსტზეო. არაა მასე?
არ გამოირჩევით მაგ მთავრობაში არავინ დიდი გონიერებით, მაგრამ დაფიქრდით მაინც. იქნებ და მართლაც ყველას ერთად გჯობიათ ოქრუაშვილი და გამოუშვით სანამ თავისით გამოსულა, თორემ გვიან იქნება შემდეგ აშკარად.
დაფიქრდით “გენიოსებო”, დაფიქრდით!” – წერს სოციალურ ქსელში ”გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი.