მერიამ პარლამენტის შენობის წინ გაშლილი კარვები აიღო და მის ადგილას საბავშო ატრაქციონები გაშალა. ადგილზე სამოქალაქო და ოპოზიციის აქტივისტები მივიდნენ. პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა. დაკავებულია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ზურაბ ნადირაძეც.
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ძალიან მაგარი” მერი გვყავს. იხელთა დრო და მის გოშიებს სასწრაფო წესით ააღებინა კარვები რუსთაველიდან.
თითქოს მე დავიჭირე ოქრუაშვილი, კოშაძე, თამლიანი, ბუდაღაშვილი, მაჩალიკაშვილი და ა.შ.
თითქოს მე ჩავაკალი თემირლანი საკუთარ ლოგინში და მე შევტენე მამა გიორგის ჯერ პატრიარქის და შემდეგ შორენას მკვლელობის მცდელობა.
ზუსტად იცოდნენ, რომ ვახა არ იყო თბილისში და ალბათ ამიტომაც მდარაჯობდა სამი დღის განმავლობაში მთელი სუსი ქუთაისში.
ნუთუ არ გრცხვენიათ.
მაგრამ თქვენ რა იცით რა არის სირცხვილი, რა არის ტკივილი, როცა შვილს ლოგინში ჩაგიცხრილავენ, რა არის კაცობა და ქვეყნის სიყვარული, რის გამოც ციხეში შეიძლება გამოგამწყვდიონ.
კარგად მომისმინე ვალერიან ჭიღლაძევ და გადაეცი შენს იმბეცილ ხელმძღვანელებს. სულ რაღაც 10 თვეში დაგასრულებთ და აუცილებლად აგებთ პასუხს დღევანდელ საქციელზე.
P.S. 2020 წელი იქნება ნაგვის გატანის აუცილებლად ამ ქვეყნიდან და სწორედ იმ 31700 ლარიანი ურნებით გაგაცილებთ პოლიტიკურ სანაგვეზე“.

