ხათუნა ხოფერიამ ფეისბუქში დაწერა:
“ვერაფერს ვამბობ და ვერაფერს ვწერ…
უბრალოდ, ჩემს 17 წლის შვილიშვილს, ლუკას -@Luka Xoperia-მინდა მოვუყვე ერთ კარგ ქართველზე, ერთ დიდ ქართველ პოეტზე…
ის ავად იყო… მას ჭლექი სჭირდა… თავისი ქუჩის აღმართსაც ვერ ადიოდა ფეხით.
ის 26 წლის მოკვდა.
სწორედ მან, მძიმედ დაავადებულმა და სასიკვდილოდ განწირულმა დაწერა საოცარი სიტყვები სიცოცხლის სიდიადეზე:
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
ლადო ასათიანი
გახსოვდეს ეს სიტყვები, ბე!”

