მალხაზ მაჩალიკაშვილი – „ჩემი თხოვნაა, ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს… არ არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი“

მალხაზ მაჩალიკაშვილი - „ჩემი თხოვნაა,  ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს... არ არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი“მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მშობლებს მოუწოდებს:

„პირველ რიგში გილოცავთ დამდეგ 2020წ. მე მალხაზ ვახა მაჩალიკაშვილი
განსხვავებით ქოცური თანამდეობის პირებისა, ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი.

ვიცი თემირლანს არავინ და ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ ამ გაუსაძლუსი პირობებში, როგორც დაჭრილი მხეცი კუთხეში მიმწყვდეული, მაინც ვცდილობ, თქვენი შვილებისთვის ვიბრძოლო, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც.

ჩემი თხოვნა იქნება, თბილისი დიდია, არის სახალწლო სოფელიც,ჩემი თხოვნა იქნება, თბილისი დიდია, არის სახალწლო სოფელიც, ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს, იქ მესამე ახალ წელს, ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან თემირლანის მკვლელი ვინ არის. არ არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი. ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს, ისინი ჩემზე შურის ძიებას ცდილობენ. არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი.

დიდი პატივისცემით მალხაზ ( ვახა) მაჩალიკაშვილი“. – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.