ნათია სალაძე – “საქართველოში 2 თვეა ჩამოვედი და ისეთი გაუსაძლისი პირობებია, როდის წამოვალ, იმაზე ვფიქრობ”

ნათია სალაძე - "საქართველოში 2 თვეა ჩამოვედი და ისეთი გაუსაძლისი პირობებია, როდის წამოვალ, იმაზე ვფიქრობ"ნათია სალაძემ ფეისბუქში დაწერა:

“დილამშვიდობისა ჩემო ერო ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ.
….
ადრე მეუბნებოდენ საქართველოში რომ ჩავედი მალევე მინდოდა დაბრუნება ვერ გავძელი და 5 -6 თვეში დავბრუნდიო, მეცინებოდა და პასუხს ვუბრუნებდი ნეტავ იქ ჩამიყვანა საზღვრებს გარეთ წასვლაზე რას ვიფიქრებთქო,
ჰოი საოცრებავ 2 თვეა გასული და როდის წამოვალ ვფიქრობ, ცხოვრებაში ესეთი სიძვირე და ესეთი გაუსაძლისი პირობებია მეც კი ვერ ვძლებ, ელემენტარულის არ ქონაც გაგიჟებს ხალხი ტაბლეტ-ტაბლეტ ყიდულობს წამალს და ნახევარ-ნახევარ კილოობით საჭმელზ 5 8 10 სულიანი ოჯახიც კი.
ოპერაცია ექიმთან კონტროლი ხო ზედმეტია რომ თქვა.
200 ლარი პრნსია და 65 ლარი 1 მეშოკი პურისფქვილი, 1 ლარი კარტოფილი და 1.60 შაქარი ზეთი 5 ლიტრიანი 16 ლარი საქონლის ხორცი 16 17 ლარი და თან გატყუებენ ხბოსიაო და უნდები 5 6 საათი ხარშვას ისიც რეზინასავითაა ან რამდენი კილოს ყიდვა შეგეძლება 5 6 7 სულიან ოჯახში თუნდაც ერთხელ რო ჭამო?! . სხვა რამეებზე ხო ზედმეტია საუბარი 1.50 ბადრიჟანი და 1 ლარი ხახვი ყველაზე ცოტა.
ექიმთან დავდივარ 2 თვეა ცხვირის ოპერაციის გამო რომელიც სასწრაფოა და ძალზე ძვირი 4500 დან5000 ლარამდეა მხოლოდ ოპერაცია, გზის და კონსულტაციის გარეშე (ქსოვილების ხტილის გადანერგვით რომელიც მეორე ოპერაციაა ან ყურიდან ან ნეკნიდან რომელიც რთულზე რთულია) ექიმმა გეკუთვნის დაფინანსება 50% ან 60% იო და ცოდო ხარ ამდენი ფული გადაიხადო გავგზავნოთ და პასუხს დაველოდოთო, ვიფიქრე თუ მეკუთვნის კარგი დაველოდოთთქო, ველოდე 20 21 დღე და პასუხი 600 ლარია. არ მინდა დაფინანსება მადლობა ეს
ის ბავშვები ხალხი დააფინანსეთ ვინც სიცოცხლეს ებრძვის ვისაც ჩემზე მეტად უჭირს.
ზოგს კი გონიათ 10 წლის შემდეგ ნათია მილიონებით თუ არა ევროების დასტებით ჩამოვიდა საქართველოშიო. შენ რა გიჭირს ამდენი წელი იქ იყავი და ფულიც ბევრი გექნებაო…. აი ეს მშლუს ნერვებზე მე რომ იქ ვიყავი ჩემ ოჯახს ვინ მირჩენდა?! დედა ნაოპერაციები მამაც გულის პრობლემით და ცალი ფილტვით?!
ბანკში სესხის ასაღებათ მივედი და 29.7% არის წლიური ანუ 5000 რო გამოვიტანო 8000 ამდე უნდა დავფარო. ამას დამატრბული მომსახურეობის უნდა დავტოვო 200 250 ლარამდე ( ისიც თუ დამიმტკიცეს და მომცეს 1თვეზე მეტია განცაცხადი გვაქ შეტანილი).
და ბოლოს იძახიან ხელი თუ არ გაანძრიე სახლში ივანიშვილი არ შემოგიტანსო ჯო ვეთანხმები 100%მაგრამ სახლში რომ მაქვს ნაკინკი მოტანილი და ყველაფერს ცეცხლი უკიდია ვერ მიეკარები საარსებო მინიმუმიც რო არ გვაქვს ეს ვისი ბრალია?! არც მისი პენსია და დახმარება სრ მინდა გაამყაროს ლარი და დაწიოს დოლარი.
ბედნიერი დღე თქვენ….  <3 (ყველაფერს გული ვეღარ იტევს)”