ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ხელისუფლებასთან აფილირებული ქართული ანგარიშების გაუქმებას ეხმაურება.
“მოკლედ, ამ სერიაში, ფეისბუკმა ივანიშვილს თავისი პლატფორმიდან 418 ანგარიში დაუბლოკა და ისიც გაუბაზრა, რომ რეკლამებისთვის 316 ათასი დოლარია დახარჯული.
შემდეგ სერიაში, ივანიშვილი გაარკვევს რამდენი მოუტეხეს ყანდიაშვილმა, ნაცვლიშვილმა და რამიშვილმა. ეს კი ძალზე მარტივად მოხდება – ივანიშვილი გაიხსენებს რამდეჯერ მეტი გამოართვეს ამ საქმეში, აღნიშნულ თანხას გამოაკლებს 316 ათას დოლარს და მიღებული რიცხვი თავზარს დასცემს და…
გააგრძელე საქოცეთის ისტორია
Lasha Natsvlishvili Koka Kandiashvili Shalva Ramishvili” – წერს მელია სოციალურ ქსელში.

